„დღეს ვზეიმობთ მომავალ გამარჯვებებს, რადგან, აქ მდგომნი ჩვენი ქვეყნის დიდ გამარჯვებებს მოესწრებიან“

„დღეს ვზეიმობთ მომავალ გამარჯვებებს, რადგან, აქ მდგომნი ჩვენი ქვეყნის დიდ გამარჯვებებს მოესწრებიან“

საქართველოს პრეზიდენტმა წვევამდელების ფიცი მიიღო, რის შემდეგაც საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, დღეს, საქართველო მრავალსაუკუნოვანი ისტორიის კიდევ ერთ გამარჯვებას ზეიმობს.

"ნოე ჟორდანია საქართველოს მთავბრობის თავმჯდომარე ამბობდა: „შეხვდით 26 მაისს და თქვენ დაინახავთ რა ძალა აქვს თავისუფლებას. საქართველოს პირველი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია ამბობდა, რომ თავისუფლებას ვერავის ვერ წაართმევ.  დღეს, ჩვენ ვზეიმობთ ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის კიდევ ერთ გამარჯვებას. ჩვენ ვზეიმობთ ამ დღეს მაშინ, როდესაც ქუჯი ერისთავმა და ფარნავაზმა გადაწყვიტეს ერთიანი სახელმწიფოს შექმნა“,- განაცხადა პრეზიდენტმა

გიორგი მარგველაშვილის თქმით, საქართველო აუცილებლად იქნება ერთიანი, მთლიანი და ძლიერი.

„ჩვენ ვზეიმობთ ამ დღეს იმ ჩვენს მამულიშვილებთან ერთად, რომელთაც მთავარი ღირებულება, ჩვენი ქვეყნის თავისუფლება გაიხადეს ხატად და თავისი სიცოცხლე შესწირეს ამ უმნიშვნელოვანესი მიზნის მიღწევას. ჩვენ ქედს ვიხრით იმ მამულიშვილების წინაშე, ვინც თავისი სიცოცხლით, თავისი მუშაობით, თავისი შემოქმედებით გახადა შესაძლებელი დღევანდელი თავისუფალი, დამოუკიდებელი საქართველო. ამ დღისთვის არამარტო ჩვენი თაობა არამედ მრავალი ათასი თაობა იღწვოდა. ჩვენ მადლობელი ვართ მათი. ამავე დროს, ჩვენ დღეს ვზეიმობთ მომავალ გამარჯვებებს, რადგან, აქ მდგომნი ჩვენი ქვეყნის დიდ გამარჯვებებს მოესწრებიან. მოესწრებიან ჩვენი ქვეყნის სიძლიერეს, გამთლიანებას, კიდევ უფრო გაერთიანებას. ღმერთი ფარავდეს საქართველოს“, - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას გიორგი მარგველაშვილმა.