საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი, დავით ბაქრაძე "ნაციონალური მოძრაობიდან" ოთხი წევრის წასვლის საკითხზე კომენტარს 26 მაისის მიზეზით არ აკეთებს.
როგორც ბაქრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პოლიტიკურ კომენტარს ხვალიდან ნებისმიერ დროს გააკეთებს.
"დღეს იმის გამო, რომ 26 მაისია, ვფიქრობ, პოლიტიკურ თემაზე კომენტარის გაკეთება არასწორია. ყველას გილოცავთ 26 მაისს, რადგან ეს არის ქვეყნის თითოეული პატრიოტისთვის ყველაზე დიდი დღე. პოლიტიკურ კომენტარებს გავაკეთებ ხვალიდან ნებისმიერ დროს", - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.