ნატოს აქვს ინფორმაცია, რომ დონბასის ტერიტორიაზე რუსი სამხედროები იმყოფებიან

ნატოს აქვს ინფორმაცია, რომ დონბასის ტერიტორიაზე რუსი სამხედროები იმყოფებიან

ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს აქვს დიდი რაოდენობის ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ დონბასის ტერიტორიაზე რუსი სამხედროები იმყოფებიან , - ამის შესახებ უკრაინული მედიის ცნობით, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

"არსებობს ჩვენი დაზვერვის სამსახურის მონაცემები, სამხილები, უამრავი გამოქვეყნებული ფოტო. თუმცა, თუ ხალხი ჩვენს დაზვერვას არ დაუჯერებს, მაშინ მათ შეუძლიათ მარტივად რუსულ და უცხოურ მედიასაშუალებებს გაეცნონ. მოსკოვის დღევანდელი პოზიცია მე მახსენებს იმ ვითარებას, როდესაც მან უარყო ყირიმში ჯარების გაგზავნა. მან იქ მაშინ გადაისროლა სამხედროები საიდენტიფიკაციო ნიშნების გარეშე და განაცხადა, რომ ყირიმში რუსი სამხედროები არ იმყოფებოდნენ. ახლა კი ის აცხადებს, რომ ყირიმის მიერთება რუსეთის არმიის მონაწილეობის გარეშე მოხდა", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.