თბილისში, თავისუფლების მოედანზე, სამხედრო მოსამსახურეებისადმი სიტყვით მიმართვის შემდეგ, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფეხით გაისეირნებს.
მთავრობის თავმჯდომარე დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე გამოფენილ, სხვადასხვა უწყების პავილიონებს დაათვალიერებს და სამინისტროების მიერ წარმოდგენილ პროექტებს გაეცნობა. ირაკლი ღარიბაშვილი მოსახლეობასაც გაესაუბრება და დამოუკიდებლობის დღეს მათთან ერთად იზეიმებს.
რაც შეეხება უშუალოდ სამხედროებისადმი სიტყვით მიმართვას, პრემიერ-მინისტრი და პრეზიდენტი ჯარისკაცებს და საქართველოს დანარჩენ მოსახლეობას ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს 13:00 საათზე მიულოცავენ.