ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ რუსთაველის გამზირზე ჯანდაცვის სამინისტროს სტენდი დაათვალიერა. მინისტრი დაესწრო უფასო სკრინინგის პროცესს, ასევე დაათვალიერა რუსთაველის გამზირზე ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი სხვადასხვა სტიმულატორები.
მინისტრმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
"მთელ საქართველოს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს და ვუსურვებ, რომ გაძლიერებულიყოს და გამთლიანებულიყოს ჩვენი ქვეყანა. დღეს ჯანდაცვის სამინისტროს წარმოდგენილი აქვს რამდენიმე აქტივობა რუსთაველის გამზირზე. აქ შეუძლიათ მოქალაქეებს ჩაიტარონ უფასო სკრინინგი, ჩ ჰეპატიტზე ანალიზი გაიკეთონ. ასევე წარმოდგენილია გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მანქანები და აღჭურვილობა. ეს ის მანქანებია, სადაც შესყიდვების რეიტინგში მოვხვდით, რომ 10 მილიონი დავხარჯეთ, მაგრამ გიდასტურებთ, რომ მშვენიერ მანქანებში დავხარჯეთ ეს თანხა. ასევე გადაუდებელი სამედიცინო დახმარების რამდენიმე საჩვენებელი კუთხეა მოწყობილი და ვფიქრობ, რომ მოქალაქეებისთვის საინტერესო იქნება ამ სიახლეების გაცნობა", - განაცხადა სერგეენკომ.