ქუთაისში, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიებები ტარდება. ღონისძიებები დილის 10:00 საათიდან დაიწყო. ბაგრატის ტაძარში მეუფე კალისტრატემ საზეიმო წირვა-ლოცვა აღავლინა. 12:00 საათზე, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში, საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალი ტარდება, სადაც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში დაგეგმილია კულტურულ-სპორტული ღონისძიებები. 16:00 საათისთვის კი, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქუთაისის მესამე ქვეით ბრიგადაში ჯარისკაცებს დამოუკიდებლობის დღეს მიულოცავს და იქვე გამოფენილ სამხედრო ტექნიკას დაათვალიერებს.
ღონისძიებები საღამოს საზეიმო კონცერტით დასრულდება.