ოსურმა მხარემ ოკუპირებული ახალგორის შესასვლელის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო

ოსურმა მხარემ ოკუპირებული ახალგორის შესასვლელის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო

ოსურმა მხარემ ოკუპირებული ახალგორის შესასვლელის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. ცხინვალის დე ფაქტო მთავრობა აღნიშნულ შეზღუდვას, სავარაუდოდ, ხვალ გააუქმებს.

ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებლის ნუგზარ თინიკაშვილის განცხადებით, ახალგორის შესასვლელის მორიგი ჩაკეტვის შესახებ მოსახლეობა ინფორმირებული არ ყოფილა და ოკუპირებულ ახალგორში მცხოვრები ის ადამიანები ვინც დღეისთვის დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებებზე დასწრებას გეგმავდნენ, მოძრაობის შეზღუდვის გამო, ახალგორიდან გამოსვლას ვერ შეძლებენ.