გიგა ბოკერია:   26 მაისს ამაზე უფრო ვრცლად ნუ მასაუბრებთ, ძალიან გთხოვთ

გიგა ბოკერია: 26 მაისს ამაზე უფრო ვრცლად ნუ მასაუბრებთ, ძალიან გთხოვთ

"ნაციონალური მოძრაობის" საგარეო ურთიერთობათა მდივანი გიგა ბოკერია პარტიის შესაძლო დატოვებასთან დაკავშირებით ინფორმაციას არასერიოზულს უწოდებს.

"სერიოზულად როგორ გიპასუხოთ ამაზე. უკვე გავაკეთე კომენტარი ამ თემაზე და 26 მაისს ამაზე უფრო ვრცლად ნუ მასაუბრებთ, ძალიან გთხოვთ", - განუცხადა ბოკერიამ ჟურნალისტებს დღეს რუსთაველის გამზრიზე, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრებთან ერთად დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ესწრება.

რაც შეეხება პარტიის იმ წევრებს, რომლებმაც "ნაციონალური მოძრაობა" გუშინ დატოვეს, გიგა ბოკერია აცხადებს, რომ 26 მაისს ამ თემაზე საუბარი არ სურს.

"გუშინ ვისაუბრე და შეიძლება მომავალშიც, სამწუხაროდ, მოგვიწიოს ამაზე საუბარი. დღეს ამაზე აღარ ვისაუბრებ", - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

რაც შეეხება "ნაცილნალური მოძრაობის" სხვა წევრებს, ისინი აცხადებენ, რომ არ ფლობენ ინფორმაციას, თუ რა მიზეზით და სად წავიდნენ პავლე კუბლაშვილი, გიორგი მელაძე, ზურაბ ჯაფარიძე, გოგა ხაჩიძე.

ამასთან, პარტიის ერთ-ერთი წევრი გიგი წერეთელი ირწმუნება, რომ პარტიაში არანაირი შიდადაპირისპირება არ ყოფილა და ისინი ბოლო დრომდე თანამშრომლობდნენ.