"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერ გიორგი ვაშაძეს ყოფილ თანაპარტიელებთან თანამშრომლობა ამ ეტაპზე არ წარმოუდგენია.
ამის შესახებ ვაშაძემ "ინტერპრესნიუსს" შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
ამასთან, ვაშაძე ამბობს, რომ არ ფლობს ინფორმაციას, სად მიდიან "ნაციონალური მოძრაობის" ის წევრები, რომლებმაც პარტია გუშინ დატოვეს. გარდა ამისა, ვაშაძე არ იზიარებს მოსაზრებას, რომ ისინი "გაიყიდნენ".
"მე ასე არ შევაფასებდი მოვლენებს. ცხელ გულზე შეფასებები არ უნდა გავაკეთოთ. სამწუხაროა, რომ მათ ეს ნაბიჯი გადადგეს. საბოლოო ჯამში დრო ყველაფერს გვიჩვენებს", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
"ნაციონალური მოძრაობა" გოგა ხაჩიძე, ზურაბ ჯაფარიძემ, გიორგი მელაძემ და პავლე კუბლაშვილმა დატოვეს.