რუსეთმა მასშტაბური სამხედრო წვრთნა დაიწყო

რუსეთმა მასშტაბური სამხედრო წვრთნა დაიწყო

რუსეთმა მასშტაბური სამხედრო წვრთნა დაიწყო. რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ სწავლებაში 250 ავიაგამანადგურებელი , 700 ერთეული სამხედრო ტექნიკა და 12 000 ჯარისკაცი მონაწილეობს.

თავდაცვის უწყების ცნობით, ოთხდღიანი წვრთნა ცენტრალური სამხედრო ოლქის ჯარის მზადყოფნის შემოწმებას ისახავს მიზნად. წვრთნის ფარგლებში კომის რესპუბლიკაში იგეგმება საკრუიზო სარაკეტო დარტყმების განხორციელება. რუსეთში სამხედრო სწავლება ნატო-ს მიერ სკანდინავიის ქვეყნებში წვრთნების პარალელურად დაიწყო.

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წვრთნის მიზანს რუსეთთან ახლოს მდებარე სკანდინავიის ქვეყნების თავდაცვისუნარიანობის შემოწმება წარმოადგენს. იგი ხუთ ივნისამდე გაგრძელდება.