გიორგი ქადაგიძე:    ანტისაბანკო განწყობების გაღვივება ძალიან საფიხათო თამაშია

გიორგი ქადაგიძე: ანტისაბანკო განწყობების გაღვივება ძალიან საფიხათო თამაშია

ანტისაბანკო განწყობების გაღვივება, ანტისაბანკო ხაზზე პოპულიზმი და თუნდაც მოკლევადიანი დივიდენდების დაწერა არის ძალიან საფიხათო თამაში, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ საფინანსო-საბიუჯეტო და დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მან დეპუტატებს ეროვნული ბანკის 2014 წლის ანგარიში გააცნო.

მისივე თქმით, ანტისაბანკო განწყობები უკვე მრავალი წელია ჩვენს ქვეყანაში მძვინვარებს. "ეს არის ძალიან სახიფათო პროცესი. ამ ყველაფრის მიუხედავად, დღეს ჩვენს მოსახლეობას აქვს ძალიან მაღალი ნდობა საბანკო სექტორისადმი. დღეს ჩვენი მოსახლება ანაბრებს ინახავს არა ბალიშებში, არამედ ბანკებში, რაც თავისთავად ნიშნავს იმას, რომ შემდგომ ბანკები აკრედიტებენ ჩვენს ეკონომიკას", - განაცხადა ქადაგიძემ.

მისი თქმით, დღეს არის სიტუაცია, როცა, როგორც საბანკო კრედიტია ხელმისაწვდომი, ასევე საპროცენტო განაკვეთები შესაბამისობაში და მაქსიმალურად დაბალია იმ ეკონომიკის პირობებში, რაც დღეს საქართველოშია.

როგორც გიორგი ქადაგიძემ აღნიშნა, არანაირ ზემოგებას ბანკები არ ნახულობენ, ეს არის სრულ შესაბამისობაში განვითარებადი ქვეყნების სტატისტიკასთან.

"კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ბანკირები ბევრ ქვეყანაში არ უყვართ. ეს არ არის ახალი ფენომენი, მაგრამ ანტისაბანკო განწყობების გაღვივება, ანტისაბანკო ხაზზე პოპულიზმი და თუნდაც მოკლევადიანი დივიდენდების დაწერა, არის ძალიან სახიფათო თამაში. ეს არის დადასტურებული უმრავი საერთაშორისო მაგალითით და ძალიან ბევრ ქვეყანას ძალიან ძვირი დაუჯდა ასეთი გზით სიარული. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ იმ შეცდომებს არ გავიმეორებთ, რაც უამრავმა ქვეყანამ როგორც სამხრეთ ამერიკაში, ასევე ევროპაში", - განაცხადა ქადაგიძემ.