ეროვნული ბანკი მოურჩენელ სენთან – დოლარიზაციასთან აქტიურ ბრძოლას აწარმოებს

ეროვნული ბანკი მოურჩენელ სენთან – დოლარიზაციასთან აქტიურ ბრძოლას აწარმოებს

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის განცხადებით, ეროვნული ბანკი მოურჩენელ სენთან – დოლარიზაციასთან აქტიურ ბრძოლას აწარმოებს.

როგორც ქადაგიძემ დარგობრივი ეკონომიკისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, ეროვნული ბანკის 2014 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, მონეტარული ინსტრუმენტების განვითარების შედეგად, მოსახლეობის ნახევარზე მეტს სესხი აქვს ლარში და არა დოლარში.

"ჩვენ რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ აქტიური ბრძოლა ქართული ეკონომიკის მოურჩენელ სენთან, დოლარიზაციასთან. ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილს სესხი აქვს დოლარში, შემოსავალი აქვს ლარში, შესაბამისად, მათთვის ეს გაუფასურება არის მტკივნეული. მონეტარული ინსტრუმენტების განვითარებით შევძელით, რომ ჩვენი მოსახლეობის ნახევარზე მეტს სესხი აქვს ლარში და არა დოლარში. დღეს შევძელით ფიზიკური პირების სესხების დოლარიზაციის 75%-დან 48%-მდე ჩამოყვანა. ამ ადამიანებისთვის გაცილებით ნაკლებად მტკივნეული არის გაუფასურება, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ არის შეღავათი მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომლებსაც სესხი აქვს დოლარში", - განაცხადა ქადაგიძემ.