სკანდინავიის ქვეყნებში ნატო-ს სამხედრო წვრთნები დაიწყო

სკანდინავიის ქვეყნებში ნატო-ს სამხედრო წვრთნები დაიწყო

სკანდინავიის ქვეყნებში ნატო-ს სამხედრო წვრთნები დაიწყო. მასში დაახლოებით 100 ამერიკული და ევროპული ავიაგამანდურებელია ჩართული.

"როიტერის" ცნობით, სამხედრო სწავლებაში 4000 სამხედრო მონაწილეობს. წვრთნის მიზანს რუსეთთან ახლოს მდებარე სკანდინავიის ქვეყნების თავდაცვისუნარიანობის შემოწმება წარმოადგერნს. აღნიშნული სწავლება უკვე ერთ წელზე მეტია დაგეგმილია.

"სწავლების მიზანს ქვედანაყოფების გაწვრთნა და ნატო-ს პარტნიორ წევრებთან ერთად ერთობლივი კომპლექსური საჰაერო ოპერაციების ჩატარება წარმოადგენს", - განაცხადა ნორვეგიის გენერალმა იან უვე რიგმა, რომელიც სწავლებას ხელმძღვანელობს. სამხედრი წვრთნა დღეს დაიწყო და იგი 5 ივნისამდე გაგრძელდება.