უსაფრთხოების სამსახურის შესახებ კანონპროექტი პარლამენტში ინიცირებულია

უსაფრთხოების სამსახურის შესახებ კანონპროექტი პარლამენტში ინიცირებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმირების საკანონმდებლო პაკეტი პარლამეტში ინიცირებულია. პარლამენტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ კანონპროექტი წარედგინა, რომლის მიხედვითაც, უსაფრთხოების სტრუქტურები შს სამინისტროდან გადის და ცალკე სამსახურად ყალიბდება.

აღნიშნული სამსახური იქნება საქართველოს მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში, აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების გასამხედროებულ დაწესებულებათა სისტემა.

ცვლილებები შედის 60-მდე კანონპოექტში. საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორია მთავრობა, ცვლილებები შს სამინისტროს რეფორმირების უწყებათაშორისმა კომისიამ მოამზადა.