საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ეროვნული ბანკის შემადგენლობიდან გამოყოფის შესახებ კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს წარედგინა

საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ეროვნული ბანკის შემადგენლობიდან გამოყოფის შესახებ კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს წარედგინა

დეპუტატების, თამაზ მეჭიაურისა და ნოდარ ებანოიძის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ეროვნული ბანკის შემადგენლობიდან გამოყოფას ითვალისწინებს, პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინა.

ცვლილება ამ მიმართულებით 13 კანონში ხორციელდება. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა განაცხადა, საკითხის მიმართ ინტერესი დიდია.

უსუფაშვილმა კოლეგებს მოუწოდა, საკანონმდებლო პაკეტის განხილვა ყველა დაინტერესებული მხარის მაქსიმალური ჩართვით განხორციელდეს.