საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირთან შეთანხმება პრიორიტეტულად უნდა დარჩეს

საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირთან შეთანხმება პრიორიტეტულად უნდა დარჩეს

რუმინეთის პრეზიდენტის, კლაუს იოჰანისის განცხადებით, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირთან შეთანხმება პრიორიტეტულად უნდა დარჩეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუმინული სააგენტო "აცტმედია" ავრცელებს.

კლაუს იოჰანისის თქმით, ევროკავშირმა შეთანხმების იმპელემენტაციის პროცესს ტექნიკური და ფინანსური დახმარებით უნდა დაუჭიროს მხარი.

ჟურნალისტებთან საუბრისას რუმინეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ევროკავშირმა ღია პერსპექტივა უნდა დატოვოს პარტნიორი ქვეყნებისთვის, რომლებიც აგრძელებენ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე სვლას, ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა კი რაც შეიძლება მალე უნდა მოახდინონ ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება.

"ვიმედოვნებთ, რომ ეს პროცესი წლის ბოლომდე დასრულდება", - აღნიშნა რუმინეთის პრეზიდენტმა.