გენერალთა კლუბი სრულიად საქართველოს ულოცავს დამოუკიდებლობის დღეს

გენერალთა კლუბი სრულიად საქართველოს ულოცავს დამოუკიდებლობის დღეს

საქართველოს გენერალთა კლუბს აქვს პატივი  ქართველ ხალხს  და სრულიად საქართველოს მიულოცოს 26 მაისის დამოუკიდებლობის  დღის დღესასწაული. 24 წლის წინ საქართველომ  თავი გაითავისუფლა რუსულ-საბჭოური იმპერიის ბორკილებისგან, აღადგინა საკუთარი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და ამ ხნის მანძილზე  სრულფასოვნად დაიმკვიდრა თავისი ადგილი მსოფლიო თანამეგობრობაში, როგორც  დასავლური ღირებულებებისა და ფასეულობების დამცველმა ცივილიზებულმა  ქვეყანამ. საქართველოს მოსახლეობის გაცნობიერებული არჩევანია ევროპული ცივილიზაციის ნაწილად ყოფნა და ამ არჩევანს მტკიცედ იცავს.

საქართველოს ყოველი მოქალაქისათვის ეს დღე განსაკუთრებულია და  მთელი ქვეყანა დიდი სიამაყით აღნიშნავს ამ დღესასწაულს. 26 მაისის დღესასწაული გამორჩეულია ყოველი ჯარისკაცისათვის, რადგან მან საკუთარი თავი სამშობლოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საქმეს მიუძღვნა. მრავალი შეეწირა სამშობლოს მომავალს და ისინი სამარადჟამოდ დარჩებიან სამშობლოს ზეციურ დამცველებად.

უფალი ფარავდეს ჩვენს სამშობლოს და ქართველ ხალხს. 

მრავალჟამიერ სრულიად საქართველოს.