"თავისუფლების მოედანზე" ხელოვნური გათოვლიანება დაიწყო

თბილისში, რუსთაველის გამზირზე 26 მაისთან დაკავშირებული ღონისძიებებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე იდგმება სტენდები, რომლებზეც სხვადასხვა სახელმწიფო უწყება იქნება წარმოდგენილი. ასევე თავისუფლების მოედანზე მონტაჟდება სცენა, საიდანაც ხვალ საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი სამხედროებს სიტყვით მიმართავენ. ადგილზე ამ დროისთვის გამოჰყავთ სამხედრო ტექნიკა. ამ დროისთვის თავსუფლების მოედანზე უკვე რამდენიმე მძიმე ტექნიკაა განთავსებული. გარდა ამისა რეპეტიციას გადიან სამხედროები.

ამასთან, რუსთაველის გამზირზე სხვადასხვა კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. მათ შორის მეტროსადგურ "თავისუფლების მოედნის" მიმდინრე ტერიტორიაზე დაიწყო ხელოვნური გათოვლიანების პროცესი.