ორი ადამიანია გატაცებული ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრედ მდებარე სოფლებიდან. ამჯერად გატაცებები ხაშურის რაიონის სოფლებში - ბროლოსანსა და წეღვერში მოხდა.
აღნიშნული სოფლებიდან გატაცებულია ორი ადამიანი - გელა წოწოლაშვილი და შალვა მულაძე. ორივე მათგანის ცხინვალის მილიციის წინასწარი პატიმრობის იზოლატორშია გადაყვანილი.
შს სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის, შალვა ენუქიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ცხინვალში 13 დაკავებული იმყოფება. შალვა ენუქიძის თქმითვე, ბოლო პერიოდში მსგავსი ფაქტები გახშირდა.
წოწოლაშვილისა და მულაძის ოჯახებს ჯერ არავინ დაკავშირებია.