საქართველოს პრეზიდენტი  26 მაისს წვევამდელთა ფიცს ჩაიბარებს

საქართველოს პრეზიდენტი 26 მაისს წვევამდელთა ფიცს ჩაიბარებს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 26 მაისს,  საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.

13:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე,   ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი  წვევამდელთა  ფიცს ჩაიბარებს  და სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართავს.

16 საათზე კი,   ქუთაისში,  მესამე ბრიგადაში,  საქართველოს პრეზიდენტი სამხედრო მოსამსახურეებს და   მათი ოჯახის წევრებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიულოცავს, ასევე ქვეყნის პირველი პირი მესამე ბრიგადაში სამხედრო ტექნიკას  დაათვალიერებს.