"ტანკებს ვიზები არ სჭირდებათ"

რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერი, დიმიტრი როგოზინი ევროპისა და აშშ-ის სანქციებსა და სავიზო შეზღუდვებს პასუხობს.

როგორც როგოზინმა, "Россия 1"-ის ეთერში გადაცემა "Воскресный вечер"-ში განაცხადა, სამხედრო ტექნიკას ვიზები არ სჭირდება.

"ტანკებს ვიზები არ სჭირდებათ", - განაცხადა რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერმა.

რუსეთსა და დასავლეთს შორის ურთიერთობა, უკრაინაში შექმნილი კრიზისის გამო გაუარესდა. 2014 წლის ივლისის ბოლოს ევროკავშირმა და აშშ-მ კონკრეტული რუსი მაღალჩინოსნებისა და ბიზნესმენების წინააღმდეგ სანქციები შემოიღეს. საპასუხოდ კი რუსეთმა იმ ქვეყნებიდან გასაყიდი საქონლის იმპორტი შეზღუდა, რომლებმაც სანქციები შემოიღეს.