საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი ალექსის ციპრასი საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

"გულწრფელად გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს და ვუსურვებ ქართველ ხალხს კეთილდღეობასა და წინსვლას. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხანგრძლივი მეგობრული კავშირები კვლავაც მოგვცემს ჩვენი ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობას ორივე ქვეყნისა და ჩვენი მოქალაქეების საკეთილდღეოდ", - ნათქვამია საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის მისალოც წერილში.