პაკისტანში პრეზიდენტის შვილის მოკვლა სცადეს

პაკისტანში პრეზიდენტის შვილის მოკვლა სცადეს

პაკისტანში პრეზიდენტ მამნუნ ჰუსეინის შვილის მოკვლა სცადეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, თავდამსხმელებმა ასაფეთქებელი მოწყობილობა ერთ-ერთ იმ მოტოციკლზე დაამაგრეს, რომელთან ახლოსაც პრეზიდენტის შვილის ესკორტს უნდა გაევლო. 

აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, 15 კი დაშავდა, ყველა მათგანი გამვლელი იყო. თავად პრეზიდენტის შვილი კი არ დაშავებულა. 

დაჭრილებს შორის ხუთი სამართალდამცველია, მათგან ერთ-ერთის მდგომარეობა კრიტიკულია. ჯერჯერობით მომხდარზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.