ჭალადიდში ავარიის დროს ახალგაზრდა ქალი და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპნენ

ჭალადიდში ავარიის დროს ახალგაზრდა ქალი და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპნენ

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა სენაკი-ფოთის საავტომობილო მაგისტრალზე, სოფელ ჭალადიდში. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება , "ჰიუნდაის" მარკის ავტომანქანა ახალგაზრდა ქალს შეეჯახა, რომელსაც ორი ბავშვი ახლდა. ამის შემდეგ მანქანა ქუჩის მეორე მხარეს თხრილში ჩავარდა. დაღუპულია ორი მცირეწლოვანი ბავშვი და 30 წლის ქალი. 

შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც დედას შვილი და მაზლისშვილი საბავშვო ბაღში მიჰყავდა. მძიმეა მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ის ფოთის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია გადაყვანილი. 

სოფლის მოსახლეობა გახშირებულ ავარიებზე საუბრობს და ამბობენ, რომ იქ წლებია, გზა მოსაწესრიგებელია.