ერაყის პრემიერი - სამთავრობო ძალები ქალაქ რამადის ისლამისტებისგან რამდენიმე დღეში გაათავისუფლებენ

ერაყის პრემიერი - სამთავრობო ძალები ქალაქ რამადის ისლამისტებისგან რამდენიმე დღეში გაათავისუფლებენ

სამთავრობო ძალები ერაყის ქალაქ რამადის ისლამისტებისგან რამდენიმე დღეში გაათავისუფლებენ, - ამის შესახებ "დოიჩე ველეს" ცნობით, ერაყის პრემიერ-მინისტრმა ჰაიდარ ალ-აბადიმ განაცხადა. თუმცა, მისივე თქმით, ერაყის შეიარაღებულ ძალებს ამისთვის საერთაშორისო კოალიციის უფრო მეტი დახმარება დასჭირდება. 

ერაყის არმიამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არაერთი ქალაქი დაკარგა. 

როგორც აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ეშტონ კარტერმა "სიენენთან" ინტერვიუში განაცხადა, ერაყის სამთავრობო ძალებმა ტერიტორიების შესანარჩუნებლად ბრძოლის არასაკმარისი სურვილი გამოამჟღავნეს. 
მისივე თქმით, არმიამ მიუხედავად იმისა, რომ მათი რიცხვი ექსტრემისტებთან შედარებით გაცილებით დიდი იყო, ზოგიერთი ქალაქიდან გასვლა ამჯობინა. ოფიციალური მონაცემებით, "ისლამური სახელმწიფო" ახლა სირიის მთლიანი ტერიტორიის უკვე 50 პროცენტზე მეტს აკონტროლებს, ერაყში კი ტერიტორიის მესამედს.