"ისლამურმა სახელმწიფომ" პალმირაში 400-ზე მეტი ადამიანი სიკვდილით დასაჯა

დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" "ბოევიკებმა" სირიის უძველეს ქალაქ პალმირაში სულ მცირე 400 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს, რომელთაგან უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან. ამის შესახებ "როიტერი" სირიის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით იუწყება.

სააგენტოს ინფორმაციით, ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლები სოციალურ ქსელებში აცხადებენ, რომ მას შემდეგ, რაც აღნიშნული ქალაქი ისლამისტურმა სასტიკმა დაჯგუფებამ დაიკავა, ქუჩებში ასობით ადამიანის გვამი იყო მიმოფანტული.

გასულ დღეებში ცნობილი გახდა, რომ "ისლამური დაჯგუფება" სირიის ტერიტორიის ნახევარზე მეტს აკონტროლებს.