"ევროვიზია 2015" დასრულდა. პირველი ადგილი ხმათა უმრავლესობით შვედეთის წარმომადგენელმა დაიკავა. მეორე და მესამე ადგილზე რუსეთი და იტალია გავიდნენ.
საქართველოს სახელით ევროვიზიაზე ქართველი მომღერალი ნინა სუბლატი წარსდგა. საქართველომ ევროვიზიაზე გამოსვლა მეთერთმეტე ადგილით დაასრულა.
ევროვიზია სამოცი წელია, რაც მიმდინარეობს და ყოველწლიური შეჯიბრება ევროპის მაუწყებელთა გაერთიანების (European Broadcasting Union (EBU)) აქტიურ წევრებს შორის იმართება.
.