საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების დაფინანსების მიზნით მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 1 579 000 ლარი გამოიყოფა.
აღნიშნულის შესახებ განკარგულება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გამოსცა, რომელიც მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
"საქართველოს დამოუკიდებლობის დღის - 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ"საქართველოს მთავრობის 2015 წლის 5 მაისის №907 განკარგულებით დამტკიცებული სამოქმედო გეგმის ფარგლებში განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, "საქართველოს 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ"საქართველოს კანონით გათვალისწინებული, საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, გამოუყოს 1 579 000 (ერთი მილიონ ხუთას
სამოცდაცხრამეტი ათასი) ლარი, მათ შორის:
ა) საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს – 625 000 (ექვსას ოცდახუთი ათასი) ლარი;
ბ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას - 385 000 (სამას ოთხმოცდახუთი ათასი) ლარი; 2 გ) სსიპ - საზოგადოებრივ მაუწყებელს - 224 000 (ორას ოცდაოთხი ათასი) ლარი; დ) საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს - 50 000 (ორმოცდაათი ათასი) ლარი; ე) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას - 295 000 (ორას ოთხმოცდათხუთმეტი ათასი) ლარი", - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განკარგულებაში.
პრემიერის განკარგულება 15 მაისით თარიღდება.