საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ბავარიის სამეფო ოჯახის წინამძღვარს, ბავარიის პრინცს ლუიპოლდ რუპერტ ჰაინრიხს შეხვდა. საუბარი შეეხო საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას და იმ კულტურულ-სავაჭრო სოციალურ-პოლიტიკურ ურთიერთობებს, რომელიც საქართველოს და გერმანიას დიდი ხანია აკავშირებს. საქართველოს პრეზიდენტმა ბავარიის პრინცისგან და კომპანია „კასტელის“ ხელმძღვანელისგან ინფორმაცია მოისმინა კომპანია კასტელის ბაზაზე საქართველოში გერმანულ-ქართული ინვესტიციით დამზადდებული ბავარიული სამეფო ლუდი „ კალტემბერგის“ შესახებ. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი და კომპანია „კასტელის“ დამფუძნელი თემურ ჭყონია და კომპანია "კასტელის" დირექტორი ლევან ზაუტაშვილი.