დღეს საქართველოში "აფხაზეთის დღე" აღინიშნება. ეს დღე უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ინიციატივთ, იესოს ერთ-ერთი მოციქულის, აფხაზეთის მიწაზე დაკრძალული წმინდა სვიმონ კანანელის ხსენების დღეს დაწესდა.
დღეს ჩვენ პატივისცემით ვიხსენებთ ჩვენს თანამემამულეებს, აფხაზეთის მიწის შვილებს - მწერლებსა და მეცნიერებს, სპორტსმენებსა და საზოგადო მოღვაწეებს. დღეს ასევე გულისტკივილით ვიხსნებთ ძმათა შორის ომს.
ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ წარსული, მაგრამ ორინეტირებულნი უნდა ვიყოთ მომავალზე - უნდა მოვძებნოთ და განვაახლოთ ის ინტერესები და ფასეულობები, რაც ოდითგანვე აერთიანებდა ჩვენს ხალხებს.
დღეს საქართველო შეუქცევადად ადგს ევროპული განვითარების გზას და ჩვენი გულწრფელი სურვილია, რომ იგი აფხაზ და ოს ხალხთან ერთად გავნვლოთ. ღრმად მწამს, რომ კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას, ურთიერთგაგებასა და თანამშრომლობას, დემოკრატიული და მშვიდობიანი სახელმწიფოს ერთობლივ შენებას ალტერნატივა არ აქვს.