რამდენიმე დღის წინ მომღერალ მამუკა ჩარკვიანის ემოციური მიმართვა გავრცელდა, სადაც მუსიკოსი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უყურადღებობაში ადანაშაულებდა. მისი თქმით, საქართველოში მკვდარი პოეტები და კომპოზიტორები უყვართ, სიცოცხლეში კი მათ არავინ აფასებს.
ცოტა ხნის წინ მომღერალმა რამდენიმე მძიმე ოპერაცია გადაიტანა და ამბობს, რომ წელიწადნახევრის განმავლობაში არც ის და არც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ოჯახის წევრების გარდა, არავის გახსენებია.
„აბა, მოვმკვდარიყავი, ხომ ატყდებოდა ამბავი. ეს მაღიზიანებს სწორედ. გაიხსენეთ გოდერძი ჩოხელი და კიდევბევრი სხვა... მოკლედ, ვთქვი, თან, არაფერი ახალი და მოხვდათ გულზე, ვისაც მოხვდა. ვიმეორებ, არავისარაფერში ვავალდებულებ. არადა, რომ ჰკითხო, ვარსკვლავი ვარ... ერი დეგრადაციისკენ მიდის", - აცხადებსმამუკა ჩარკვიანი.