მექსიკის მიჩოაკანის შტატში მომხდარი დაპირისპირების შედეგად 43 ადამიანი დაიღუპა. "ბიბისის" ცნობით, ცეცხლი ერთმანეთს შეიარაღებული ჯგუფის წევრებმა და პოლიციამ გაუხსნა.
შემთხვევა სოფელ ტანუატოს ტერიტორიაზე მოხდა. სროლის ხმა დაახლოებით სამი საათის განმავლობაში ისმოდა.
გავრცელებული ცნობით, ერთ-ერთი დაღუპული სამართალდამცველია. დანარჩენები კი ნარკოკარტელების წევრები არიან.
პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან 30-მდე ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო. მექსიკაში ნარკოკარტელების წინააღმდეგ ბრძოლა უკვე წლებია უშედეგოდ მიმდინარეობს. ქვეყნის მთავრობის მთავარ პრიორიტეტს აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრა წარმოადგენს.
მექსიკაში ყოველწლიურად ნარკოკარტელების წევრებთან დაპირისპირების შედეგად ასობით ადამიანი იღუპება.