საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილისა და მაკა ჩიჩუას შვილი თემო მარგველაშვილი გუშინ, ნიკოლოზობის დღესასწულზე მოინათლა.
თემო მარგველაშვილი სამების საკათედრო ტაძრის ეზოში მდებარე სულიწმინდის სახელობის ტაძარში მონათლეს. მისი ნათლობის სახელია ნიკოლოზი.
თემო მარგველაშვილის ნათლიები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე, პრეზიდენტის დაცვის უფროსი მერაბ სუჯაშვილი და იღუმენია დიოდორა არიან.
პრეზიდენტის ვაჟის ნათლობა ვიწრო ოჯახურ წრეში აღინიშნა.