"აღმოსავლეთ პარტნიორობის" რიგის სამიტის ერთობლივი დეკლარაციით მონაწილეები მიესალმებიან კომისიის მზაობას, სამოქმედო გეგმის განხორციელებაში საქართველოსა და უკრაინის მხარდასაჭერად ძალ-ღონე არ დაიშუროს.
დოკუმენტის თანახმად სამიტის მონაწილეები, ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელებაში საქართველოსა და უკრაინაში მიღწეულ წინსვლასაც მიესალმებიან.
„სამიტის მონაწილეები იმედის თვალით შეჰყურებენ უკრაინისა და საქართველოს მიერ ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ფაზის დასრულებას. მას შემდეგ, რაც მიღწეული იქნება ყველა ეტაპობრივი მიზანი, ანუ განხორციელდება ყველა აუცილებელი რეფორმა. სამიტის მონაწილეები მიესალმებიან კომისიის მზადყოფნას, ძალ-ღონე არ დაიშუროს ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგემის განხორციელებაში უკრაინისა და საქართველოს მხარდასაჭერად და 2015 წლის ბოლომდე გამოაქვეყნოს ანგარიში, უკრაინასა და საქართველოში წინსვლის შესახებ. ყველა ეტაპობრივი მიზნის მიღწევის შემდეგ, შესაძლებელი იქნება ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელების პროცესის დასრულება, რის შემდეგადაც კომისია მიაწოდებს ევროპარლამენტს რეკომენდაციას, გაუქმდეს სავიზო მოთხოვნები საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეთათვის“, - ნათქვამია შემაჯამებელ დეკლარაციაში.