ზაქარია ქუცნაშვილს რიგის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება ნატო-ს სამიტის გადაწყვეტილებას ახსენებს

ზაქარია ქუცნაშვილს რიგის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება ნატო-ს სამიტის გადაწყვეტილებას ახსენებს

დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილს რიგის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება ნატო-ს სამიტის გადაწყვეტილებას ახსენებს, როცა ნატო-ს დეკლარაციაში ჩაიწერა, რომ საქართველო ალიანსის წევრი აუცილებლად გახდება, მაგრამ დრო და თარიღი არ დაფიქსირდა.

როგორც ქუცნაშვილი აცხადებს, ანალოგიური სულისკვეთებისაა რიგის სამიტის დეკლარაციაც. ამასთან, დეპუტატის შეფასებით, საქართველომ ვიზა ლიბერალიზაციის მიმართულებით ორ წელიწადში გასავლელი  გზა 6 თვეში გაიარა.

"გავეცანი ბატონ ტუსკის შემაჯამებელ განცხადებას, იმის შესახებ, რომ საქართველოს და უკრაინისთვის ვიზალიბერალიზაციის უფლების მიღება დამოკიდებულია მათ მიერ გადადგმული ნაბიჯების სისწრაფეზე. ამ კუთხით საქართველომ ორი წლის განმავლობაში განსახორციელებელი სინქრონიზების პროგრამები 6 თვეში გაიარა. ასე რომ, საქართველომ ძალიან სწრაფი ტემპით გადადგა ნაბიჯები. ჩვენ რიგის სამიტზე მივიღეთ იმის მსგავსი გადაწყვეტილება, როცა თავის დროზე საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი. იგივე სულისკვეთება ჟღერს რიგის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებაში, რომ საქართველო აუცილებლად მიიღებს ვიზალიბერალიზაციას, მაგრამ დეკლარაციაში ზუსტი თარიღი არ ჩაიწერა", - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.