ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის განცხადებით, ევროკავშირი გასცემს დაპირებებს, თუმცა შესაძლებელია, ქვეყნებს გაცილებით დიდი მოლოდინები ექმნებათ.
დონალდ ტუსკის თქმით, ევროკავშირი არჩეული კურსით მიდის და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებთან მიმართებაში არაფერი შეიცვლება.
"ევროკავშირი რა თქმა უნდა, დაპირებებს გასცემს, მაგრამ ჩვენ არ ძალგვიძს, გავცეთ ძალიან ოპტიმისტური დაპირებები, რომელიც მთლიანად ეხმიანება ამ ქვეყნის მოლოდინებს, ანუ, ალბათ, ზუსტად უნდა დაიჭიროთ ეს განსხვავება ჩვენს დაპირებებსა და ჩვენი პარტნიორების მოლოდინებს შორის. ეჭვგარეშეა, ფორმულირებებზე საუბარი და მოლაპარაკება საკმაოდ რთული იყო, რა თქმა უნდა, ენის საკითხი, ტერმინოლოგიის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკაში, მაგრამ შემიძლია მოგახსენოთ, არაფერი არ იცვლება, როცა საკითხი ეხება ჩვენს განზრახვებს“,-განაცხადა ტუსკმა
ამასთან, როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი აცხადებს, არავის გაუცია დაპირება, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტი ავტომატურად იქნებოდა ევროკავშირის წევრობის პროცესის დასაწყისი.
„არავის არ გაუცია დაპირებები, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტი იქნებოდა ავტომატურად პროცესის დასაწყისი ევროკავშირის წევრობამდე. თქვენ გზაზე მხარდამჭერებიც და სკეპტიკოსებიც გეყოლებათ“,-განაცხადა ტუსკმა