ევროპული საბჭოს პრეზიდენტის დონალდ ტუსკის განცხადებით, მას იმედი აქვს, რომ საქართველოს მისწრაფება ვიზალიბერალიზაციის მიღების კუთხით წარმატებით დასრულდება.
ამის შესახებ, დონალდ ტუსკმა რიგის სამიტის შემაჯამაბელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩენ ვხედავთ ვიზალიბერალიზაციის დადებით შედეგს მოლდოვაში. ასევე, პროგრესი მიღწეულია სომხეთთან და ბელოსრუსთან მიმართებაში. რაც შეეხება, საქართველოს და უკრაინას, რომლებიც გახლავთ ლიდერები, იმისთვის, რომ მათ ვიზალიბერალიზაციის თვალსაზრისით მიზნებს მიაღწიონ იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესი წარმატებით დასრულდება, მაგრამ ეს ისევ და ისევ უკრაინსა და საქართველოზეა დამოკიდებული, განსაზღვრონ თავისი მოქმედებებით როდის მოვა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების დრო“, - განაცხადა ტუსკმა.