საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ბერძენ კოლეგას ალექსის ციპრასს რიგაში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის ფარგლებში შეხვდა.
ორი ქვეყნის მთავრობის მეთაურებმა განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს ევროპულ პერსპექტივას დაუთმეს, რომელსაც საბერძნეთი მხარს უჭერს.
აღინიშნა, რომ საქართველო ევროკავშირის სტაბილური, დემოკრატიული და სანდო პარტნიორია ვაჭრობის, ენერგოუსაფრთხოებისა და სხვა მიმართულებებით, სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონში.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტებისა და ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობას.
განსაკუთრებით აღინიშნა ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება და სავაჭრო ბრუნვის 77%-იანი ზრდა, რომელმაც 2014 წელს 131 მილიონ დოლარს გადააჭარბა. საუბარი ასევე ტურიზმის სფეროში თანამშრომლობასაც შეეხო.
ირაკლი ღარიბაშვილმა ალექსის ციპრასი აბრეშუმის გზის ფორუმზე მიიწვია, რომელიც თბილისში ოქტომბერში გაიმართება.