საუდის არაბეთის აღმოსავლეთ რეგიონში მდებარე ერთ-ერთ შიიტურ მეჩეთში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა.
"როიტერის" ცნობით, თავდასხმის შედეგად არიან დაღუპულები და დაშავებულები, თუმცა, მსხვერპლის ზუსტი რიცხვის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. აფეთქება პარასკევის ლოცვის დროს მოხდა. მეჩეთში 150-მდე ადამიანი იმყოფებოდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე პოლიცია მუშაობს. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის აუღია.