თუ მინსკის შეთანხმება არ შესრულდება, რუსეთს უფრო მეტი დამატებითი სანქციები ემუქრება

თუ მინსკის შეთანხმება არ შესრულდება, რუსეთს უფრო მეტი დამატებითი სანქციები ემუქრება

რუსეთს უფრო მეტი საერთაშორისო იზოლაცია და დამატებითი სანქციების დაწესება ემუქრება, თუ მინსკის შეთანხმება სულად არ შესრულდება , - ამის შესახებ "როიტერის" ცნობით, ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ ალექსანდრ ვერშბოუმ განაცხადა.

მისივე თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთი მინსკის შეთანხმების შესრულებას უჭერდეს მხარს. დღეს მოსკოვში რუსეთის წარმომადგენლებთან უკრაინის კრიზისზე სასაუბროდ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპულ და ევრაზიულ საკითხებში, ვიქტორია ნულანდი შეხვედრებს მართავს.

როგორც მოსალოდნელია, მოლაპარაკებების დროს მინსკის შეთანხმების განხორციელების საკითხზეც ისაუბრებენ.