თურქეთის ქალაქ მერსინსა და ადანაში სახალხო დემოკრატიული პარტიის ოფისებთან აფეთქება მოხდა. ამის შესახებ "როიტერი" იტყობინება.
გავრცელებული ცნობით, აფეთქებების შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
სახალხო დემოკრატიული პარტია ქურთების დამოუკიდებელი მოძრაობის მხარდამჭერია და იგი ქურთების ლიდერის, აბდულა ოჯალანის ინიციატივით დაარსდა. ვინ განახორციელა თავდასხმები მათ წინააღმდეგ ჯერჯერობით უცნობია. თურქეთში 7 ივნისს საპარლამენტო არჩევნებისMგამართვა იგეგმება. ქვეყანაში წინასაარჩევნო პერიოდი საკმაოდ დაძაბულად მიმდინარეობს.