განცხადება, რომელმაც ხმაური გამოიწვია-კალაძე

განცხადება, რომელმაც ხმაური გამოიწვია-კალაძე "2030"-ის ეთერში

განცხადება, რომელმაც მთავრობაში, საექსპერტო წრეებში, უმრავლესობა-უმცირესობაში და ეკონომიკურ სფეროში დიდი ხმაური გამოიწვია, ენერგეტიკის მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა გუშინ გააკეთა. კახა კალაძე გადაცემა "2030"- ის პირდაპირ ეთერში საუბრობდა:

"ჩვენ არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება, რომ უბრალოდ ჩვენ დეტალურ განცხადებას ვერ ვიღებთ, რადგან კანონმდებლობით არ გვაქვს ამის საშუალება...ავიღოთ მაგალითად დიდი ბანკების ტრანზაქციები, არანაირი ინფორმაცია არა გვაქვს და არ ვიცით ბოლო თვეების განმავლობაში, ბოლო კვირების განმავლობაში, თუნდაც საქართველოს ბანკის მიერ, თიბისი ბანკის მიერ რა ტრანზაქციები იქნა განხორციელებული. ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ამ ყველაფრის ბერკეტი გააჩნია ეროვნული ბანკის პრეზიდენტს და მე შემიძლია გითხრათ, რომ მას ნამდვილად შეუძლია ჩაერიოს ამ კონკრეტულ პროცესში და დაეხმაროს მთავრობას, ხელისუფლებას იმისთვის, რომ ეს ძლიან დიდი პრობლემა რომელიც დღეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას უდგას იქნეს მოგვარებული"

კახი კალაძემ "2030"-ის პირდაპირ ეთერში, ეკონომიკური მდგომარეობის გამწვავების ხელოვნურობაზეც ისაუბრა და ამაში კვლავ "რუსთავი 2" დაადანაშაულა:

"ბოლო დროს განვითარებული მოვლენებიდან,თუ ამას დავამატებთ იმას ამ ყველაფერს როგორ აშუქებს რუსთავი 2 , მე შემიძლია ვივარაუდო, რომ ეს არის ხელოვნური პროცესი და პოლიტიკურიც,"-განაცხადა ვიცე-პრემიერმა.