უკრაინის რადაში ალექსანდრე კვიტაშვილის გათავისუფლების დადგენილების პროექტი დარეგისტრირდა

უკრაინის რადაში ალექსანდრე კვიტაშვილის გათავისუფლების დადგენილების პროექტი დარეგისტრირდა

უკრაინის უმაღლეს რადაში დადგენილების პროექტი დარეგისტრირდა, რომელიც ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის, ალექსანდრე კვიტაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლებას ითვალისწინებს . აღნიშნული დოკუმენტი ნომრით №2864 უკრაინის პარლამენტის საიტზეა გამოქვეყნებული.

"ლიგა.ნეტ"-ის ინფორმაციით, დადგენილების პროექტის ინიციატორები არიან სახალხო დეპუტატები ანდრეი დერკაჩი, ანდრეი შიპკო, მიხეილ პაპიევი და იგორ ერემეევი.

ალექსანდრე კვიტაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა 2014 წლის 2 დეკემბერს მიიღო და უკრაინის ჯანდაცვის მინისტრად დაინიშნა.