საინტერესოა, მსხვილი ბანკებიდან ხომ არ ხდება დიდი ოდენობის დოლარის გადინება?

საინტერესოა, მსხვილი ბანკებიდან ხომ არ ხდება დიდი ოდენობის დოლარის გადინება?

ვიცე-პრემიერის განცხადებას მსხვილი ქართული კომერციული ბანკების ტრანზაქციებზე, უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე "სწორ შეფასებას" უწოდებს. მისი თქმით, ასეთი ტრანზაქციების კონტროლი ხელისუფლებას არ შეუძლია და ის ეროვნული ბანკის პრეროგატივაა.

"ბატონმა კახიმ აბსოლუტურად სწორი განცხადება გააკეთა იმიტომ, რომ ბანკების ანგარიშსწორება , მათი ტრანზაქციები ეს დახურული თემაა და ეს ინფორმაცია არის მხოლოდ ხელმისაწვდომი ეროვნული ბანკისთვის. ამას ვერც ენერგეტიკის მინისტრი, ვერც პარლამენტის თავმჯდომარე და ვერც პრემიერ-მინისტრი ამ ინფორმაციას ვერ მიიღებს. რაც შეეხება ასეთი ტიპის ტრანზაქციებს, თუ ძალიან დიდი რაოდენობით ვალუტის, დოლარის გადინება ხდება ქვეყნიდან, ბუნებრივია ეს გარკვეულად მოვლენებზე ზეგავლენას მოახდენს, ამიტომ მან სწორედ ეს იკითხა, რომ ეროვნულ ბანკს აქვს ამის საშუალება, ეროვნულ ბანკში გადის ყველა ეს ინფორმაცია, იქ იყრის თავს და საინტერესოა ამ შემთხევევაში ისეთი მსხვილი ბანკებიდან ხომ არ ხდება დიდი ოდენობის დოლარის გადინება, " აცხადებს დავით საგანელიძე.