ე.წ. კაბელების საქმეზე პროკურატურამ ახალი მტკიცებულებები წარადგინა

ე.წ. კაბელების საქმეზე პროკურატურამ ახალი მტკიცებულებები წარადგინა

ე.წ. კაბელების საქმეზე, წინასასამართლო სხდომის ფარგლებში, პროკურატურამ ახალი მტკიცებულებები წარადგინა. ახალი მტკიცებულებების გაცნობისთვის კი დაცვის მხარის წარმომადგენლებს გარკვეული დრო მიეცათ. სწორედ ამ მოტივით მიმდინარე სასამართლო სხდომა 14:30 საათზე განახლდება. მანამდე ადვოკატები იმ დოკუმენტებს გაეცნობიან, რომლების საქმეზე დართვასაც ბრალდების მხარე ითხოვს.

გამოცხადებული შესვენების შემდეგ სასამართლო სხდომა კვლავ დახურულ რეჟიმში განახლდება.

თავდაცის სამინისტროს ხუთი თანამშრომელი 2014 წლის 28 ოქტომბერს დააკავეს. მათ ბრალად ედებათ სახელმწიფოს კუთვნილი ოთხი მილიონი ლარის გაფლანგვა.