ბერძენი არქიმანდრიტის მკვლელობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

ბერძენი არქიმანდრიტის მკვლელობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

25 წლის ქართველი, რომელსაც ბერძენი არქიმანდრიტის მკვლლეობაში ედებოდა ბრალი, საბერძნეთის სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. ამის შესახებ ბერძნული მედია იტყობინება.

არქიმანდრიტის მკვლელობის ბრალდებით, საქართველოს მოქალაქე გასული წლის თებერვალში დააკავეს. თავდაპირველი ვერსიით, ახალგაზრდა ქართველი, 18 წლის ბერძენ თანამზრახველთან ერთად, კალამათას რაიონში თავს დაესხა 54 წლის არქიმანდრიტს. სასულიერო პირს ჭრილობები ბლაგვი საგნით თავის არეში ჰქონდა მიყენებული.

მომხდარის შესახებ საბერძნეთის სასამართლო ერთი წლის განმავლობაში მსჯელობდა. არსებული სამხილების შედეგად ქართველი უდანაშაულოდ ცნეს.