საფრანგეთი რუსეთს

საფრანგეთი რუსეთს "მისტრალის" შეთახმების დარღვევის სანაცვლოდ 785 მილიონ ევროს სთავაზობს

საფრანგეთი რუსეთს ვერტმფრენმზიდ "მისტრალის" გადაცემის საკითხზე გაფორმებული შეთახმების დარღვევის სანაცვლოდ 785 მილიონ ევროს სთავაზობს , - ამის შესახებ გამოცემა "კომერსანტი" ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება.

თუმცა, გავრცელებული ცნობით, მოსკოვი უფრო მეტს ითხოვს. რუსული მხარის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის ხარჯები და დანაკარგები "მისტრალის" მშენებლობისა და შენახვისთვის 1 მლრდ 163 მლნ ევროს აღწევს. საფრანგეთსა და რუსეთს შორის 2011 წელს ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, პარიზს მოსკოვისთვის "მისტრალი" უნდა გადაეცა. პირველი ვერტმფრენმზიდი რუსეთს 2014 წელს უნდა მიეღო. თუმცა, საფრანგეთის პრეზიდენტ ფრანსუა ოლანდს "მისტრალის" გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება ამდრომდე არ მიუღია, რაც უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტს უკავშირდება.