საქალაქო სასამართლოში ე.წ. კაბელების საქმეზე წინასასამართლო სხდომა გრძელდება

საქალაქო სასამართლოში ე.წ. კაბელების საქმეზე წინასასამართლო სხდომა გრძელდება

თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. კაბელების საქმეზე წინასასამართლო სხდომა განახლდა. სასამართლო პროცესი კვლავ დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. როგორც თავდაცვის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნების ადვოკატმა, ლევან სამუშიამ განაცხადა, შესაძლებელია დღევანდელ პროცესზე მოესწროს ბრალდებულების გათავისუფლების შუამდგომლობის დაყენება.

ასევე, ადვოკატის განცხადებით, დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე მოითხოვს საქმეში არსებული ექსპერტიზის დასკვნის დაუშვებლად ცნობას. დღევანდელი სხდომა სწორედ მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხის განხილვით გრძელდება.

კომენტარი პროცესის დაწყებამდე გააკეთა საქმის ერთ-ერთმა პროკურორმა, ნინო აღლემაშვილმაც, რომლის თქმითაც, თუ დაცვის მხარე ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობას დააყენებს, ბრალდების მხარე ამას აუცილებლად დაუპირისპირდება. პროკურორის თქმით, ამ ეტაპზე არ არსებობს საფუძველი, რის გამოც ბრალდებულები პატიმრობიდან უნდა იქნან გათავისუფლებული.

საქალაქო სასამართლოში, დახურული პროცესის პარალელურად, "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერები არიან მისული.