ლიტვას, ლატვიას და ესტონეთს ნატო-ს სამხედრო ძალების საკუთარ ტერიტორიაზე განლაგება სურთ

ლიტვას, ლატვიას და ესტონეთს ნატო-ს სამხედრო ძალების საკუთარ ტერიტორიაზე განლაგება სურთ

აღმოსავლეთ ევროპაში შექმნილი ვითარების გამო, ლიტვას, ლატვიას და ესტონეთს ნატო-ს მუდმივი სამხედრო ძალების საკუთარ ტერიტორიაზე განლაგება სურთ. ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება.

როგორც ლიტვის არმიის გენერალი, მინგაუგას ნეიმონტასი აცხადებს, ლატვია, ლიტვა და ესტონეთი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით თხოვნის ერთობლივ წერილს ნატო-ს შტაბბინაში კვირის ბოლომდე გააგზავნიან. ბალტიისპირეთის ქვეყნები იმედოვნებენ, რომ ისინი ამგვარად შეძლებენ რუსეთის სამხედრო აგრესიის შეჩერებას.

პარალელურად, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსი შეეწინააღმდეგება ე.წ. ჰიბრიდული ომის ტაქტიკას, რასაც რუსეთი უკრაინაში მიმართავს. მისივე თქმით, ბოლო პერიოდში რუსეთი საკუთარ ძალებს არსებული საზღვრების შეცვლის და მეზობლების დაშინების მიზნით იყენებს.