ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო არ ადასტურებს, რომ აფხაზეთის დე-ფაქტო ყოფილი პრეზიდენტი, ალექსანდრე ანქვაბი თბილისში, ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობს.
შესაბამისი კომენტარი სერგეენკომ "ინტერპრესნიუსთან” საუბარში გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტირებისას გააკეთა.
"ამის შესახებ არაფერი მსმენია", - აღნიშნა სერგეენკომ.
მედიით გავრცელებული ინფორმაციით, ალექსანდრე ანქვაბი მკურნალობის მიზნით თბილისში იმყოფება.